სასწავლო პროგრამა
კომპიუტერული ტექნიკის წარმოშობა და განვითარების ისტორია, ორობითი კოდირება, ინფორმაციის საზომი ერთეულები.
კომპიუტერის ძირითადი კვანძები და მათ შორის ურთიერთქმედება, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები.
მიკროპროცესორების აგებულება და ძირითადი მახასიათებლები, მათი მწარმოებლები, კლასიფიკაცია, ტესტირება და შერჩევის წესები.
დედაპლატის ფორმფაქტორები, აგებულება, სისტემური ლოგიკა, კონფლიქტები და მათი გამოსწორება, შერჩევის წესი და ინსტალაცია.
ოპერატიული მეხსიერების დანიშნულება, მუშაობის პრინციპი, ტიპები, კლასიფიკაცია, შესაძლო პრობლემები, ვირტუალური მეხსიერება.
მონაცემთა მაგნიტური დაგროვება, მყარი დისკის აგებულება და მისი ორგანიზების წესები, ჩაწერა-წაკითხვის შეცდომები და გამოსწორება.
ინტერფეისის მცნება, მყარი დისკის სტანდარტები, ძირითადი მახასიათებლები, მათი შერჩევის და ინსტალაციის წესები.
ფაილური სისტემები, თავსებადობები და თავისებურებები, დისკის დაყოფა და ფორმატირება, ფრაგმენტაციის მოვლენა და გამოსწორება.
ოპტიკური დამგროვებლები, სარეზერვო კოპირება და მისი თანამედროვე საშუალებები, ალტერნატიული დამგროვებლები.
ვიდეო და აუდიო სისტემები, ვიდეოადაპტერების მახასიათებლები და შერჩევის წესები, მწარმოებლები, ინტეგრირებული სისტემები.
შეტანა-გამოტანის საბაზო სისტემა BIOS, დანიშნულება, კომპიუტერის კონფიგურირება BIOS მეშვეობით, შესაძლო პრობლემები BIOS ში.
პროგრამული უზრუნველყოფის არსი, ოპერაციული სისტემები, დრაივერები, სამომხმარებლო პროგრამები და უტილიტები.
ოპერაციული სისტემა MSDOS, DOS ში მუშაობა და მისი გარემო, Windows შექმნისა და განვითარების ეტაპები, თავისებურებები.
Windows XP და Windows Vista ინსტალაცია, რესურსები, თავისებურებები და შესაძლო პრობლემები ინსტალაციისას, მათი გამოსწორება.
დრაივერების დაყენება, მომხმარებლების შექმნა და მათი უფლებების განსაზღვრა, პარამეტრების გადატანა ახალ კომპიუტერზე.
სისტემის აღდგენა დაზიანების შემთხვევაში, სისტემაში შეღწევა ავარიულ სიტუაციებში და მონაცემთა გადარჩენა, Windows Live Edition.
სამართავ პანელთან მუშაობა, კომპიუტერის ცალკეული პარამეტრების შერჩევა სისტემის ოპტიმალური მუშაობისათვის.
სისტემური რეესტრი და რეესტრში მუშაობა, ჯგუფური პოლიტიკა, Windows სტანდარტული და გარე უტილიტების გამოყენება.
სისტემის დაცვა ლოკალური კომპიუტერიდან და ქსელიდან შეღწევისაგან, Windows უსაფრთხოების სამსახური, ანტივირუსებთან მუშაობა.
ქსელის დანიშნულება და ტიპები, ქსელის ტოპოლოგია, ქსელური პროტოკოლები, Ethernet ქსელები, სტანდარტები და მახასიათებლები.
ინტერნეტის სტრუქტურა, დომენური სახელების სისტემა და დომენის რეგისტრაცია, ინტერნეტთან შეერთების ტიპები და საშუალებები.
მონაცემთა მოძრაობა ქსელში, პაკეტური გადაცემა და მისი უპირატესობები, TCP/IP პროტოკოლი, IP სტრუქტურა და დამისამართება.
ქსელური აპარატურა, კონცენტრატორი, კომუტატორი, მარშრუტიზატორი, აგებულება და მახასიათებლები, შერჩევის წესი და ინსტალაცია.
გამტარი არე, კაბელების სტანდარტები, მახასიათებლები, შერჩევის წესი და დამზადება, უკაბელო ქსელები, WI-FI და WI-MAX ტექნოლოგია.
ლოკალური ქსელის დაგეგმარება და მონტაჟი, ქსელის გამართვა და კომპიუტერების შეერთება ქსელთან, ქსელური უტილიტები.
ქსელური პრინტერის ჩართვა და მისი გამოყენება, ერთობლივი წვდომის, საერთო რესურსების და უფლებების განსაზღვრა, დაშვებები.
სტაციონარულ კურსზე ყველა საკითხი შეისწავლება სრულად.
დისტანციურ კურსზე პროგრამა წარმოდგენილია მცირედი შემოკლებით.